სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გეოგრაფიაში ცოდნა გაიღრმავეს
19-04-2018

წალკის სამების საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა ნაირა დევდარიანმა VIII კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილის თემა იყო ,,კავკასია“. 

სასწავლო პროცესს სკოლის შიდა შეფასების ჯგუფი აკვირდებოდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაირა, მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. 

„მასწავლებელმა გამოიყენა აქტივობები, რომელთა საშუალებითაც დასახულ მიზანს მიაღწია“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203