ტესტის ნიმუშებსა და საგამოცდო ცენტრების მისამართებს „ნაეკი“ აქვეყნებს - 13 იანვარს მოსწავლეებისთვის ტესტირება 3 სესიად ჩატარდება
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურს მოსწავლეების ნაწილი 13 იანვარს დაწერს. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დეტალაურ ინფორმაციას აქვეყნებს.
13 იანვარს ოლიმპიადა სამ სესიად ჩატარდება:
- 10:00 საათზე - რუსულ ენაში;
- 12:30 საათზე - გერმანულ ენაში;
- 15:00 საათზე - ფრანგულ ენაში.
რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლე საგამოცდო ცენტრში ნახევარი საათით ადრე უნდა გამოცხადდეს.
რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოთ სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტი ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია.
ესამე, დასკვნით ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.