ვაჟა-ფშაველას სახელობის დუშეთის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები დუშეთის სახელოვნებო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნატო ლალიაშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად, ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი ესწრებოდა.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები