უკვე რამდენიმე დღეა, დიდთოვლობაა და უამინდობამ ქვეყანაში არაერთი პრობლემა შექმნა; ზოგან ელექტროენერგიაა გათიშული, ზოგან გათბობის სისტემა და აქედან გამომდინარე, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გაჩნდა კითხვა, ხომ არ გახანგრძლივდება საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები, ავდრის გამო?
„სწავლის დაწყებამ შესაძლოა გაზარდოს ინფიცირების მაჩვენებელი, თუმცა სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის საჭირობა არ არის“ - ივანე ჩხაიძე
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, etaloni.ge განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა დეტალების გასარკვევად.
სამინისტროში გვიპასუხეს, რომ არდადეგების სავარაუდო გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ არსებობს და მოსწავლეები სკოლებში 16 იანვარს უნდა დაბრუნდნენ.