„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საჯარო სკოლების ვაუჩერული დაფინანსება, მათ შორის მაღალმთიანი სოფლების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
დოკუმენტის თანახმად, პირველიდან მე -8 კლასის ჩათვლით, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის /სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით, გათვალისწინებულია 723 ლარი, 206-299 მოსწავლის შემთხვევაში – 720, 300-530 მოსწავლის ჩათვლით – 702 ლარი, 531-735 მოსწავლის შემთხვევაში 690, 736-1269 მოსწავლის ჩათვლით 678, ხოლო 1269 მოსწავლეზე მეტი მოსწავლის შემთხვევაში 666 ლარი.
არაქართულენოვანი საჯარო სკოლების შემთხვევაში, 170-205 მოსწავლეზე განსაზღვრულია 711 ლარი, 206-299 მოსწავლეზე 708, 300-530 ბავშვზე 693, 531-735 მოსწავლეზე 672, 736-1269 მოსწავლეზე 660, ხოლო 1269 მოსწავლეზე მეტის შემთვევაში – 651 ლარი;
რაც შეეხება საჯარო სკოლების მე-9-მე-12 კლასებს: 170-205 მოსწავლის შემთხვევაში 852, 206-299 მოსწავლის შემთვევაში 849, 300-530 ბავშვის შემთვევაში 828, 531-735 მოსწავლისას 810, 736-1269 მოსწავლის შემთვევაში 801, ხოლო 1269 მოსწავლეზე მეტის შემთვევაში 786 ლარია განსაზღვრული.