დაფინანსება საჯარო სკოლებისთვის - როგორ განაწილდა მოსწავლეთა ვაუჩერი არაქართულენოვანი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
20-01-2023

პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში, რომელიც ზოგადსაგანამანთლებლო სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერულ დაფინანსებას ეხება, განსაზღვრულია თანხები არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვისაც.

ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით.

არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის /სექტორებისთვის პირველიდან მე -8 კლასის ჩათვლით:

ბ .ა ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის /სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარით; 

ბ .ა​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის /სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 711 ლარით; 

ბ .ბ ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის /სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 504 ლარით;

ბ .ბ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის / სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 708 ლარით;

ბ .გ ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის /სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 501 ლარით;

ბ .გ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის /სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 693 ლარით;

ბ .დ ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის /სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 486 ლარით;

ბ .დ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის /სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 672 ლარით;

ბ .ე ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის /სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 477 ლარით;

ბ .ე​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის /სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 660 ლარით;

ბ .ვ ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის /სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 474 ლარით;

ბ .ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის /სექტორებისთვის , რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 651 ლარით;

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203