აკეთის საჯარო სკოლაში შემეცნებითი ლიტერატურული ვიქტორინა გაიმართა
19-04-2018
დედა ენის დღესთან დაკავშირებით აკეთის საჯარო სკოლაში შემეცნებითი ლიტერატურული ვიქტორინა - ,,თუ დაივიწყე ენა ქართული“ გაიმართა. 

ვიქტორინაში მე-7, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელები ორ გუნდში - ,,ფენიქსში" და „ედელვაისში“ გადანაწილდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები კითხვა-პასუხის რეჟიმში ხალისით ჩაერთვნენ და ქართულ ენასა და ლიტერატურაში ცოდნა განიმტკიცეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203