სტიქიამ 37 სკოლა და 6 ბაღი დააზიანა - პირველადი მონაცემები ცნობილია
14-01-2023
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის პირველადი მონაცემები ცნობილია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარის შედეგად 37 სკოლას სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა, ასევე დაზიანდა 6 საბავშვო ბაღი. სტიქიის შედეგად დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისი ბრიგადების მიერ ელექტროენერგიის აღდგენა წუხელვე მოხდა 60-ზე მეტი სოფლისთვის.

„დარჩენილ სოფლებს ენერგომომარაგება ეტაპობრივად დღესვე აღუდგება. მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურები და მიმდინარეობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინირებულად მუშაობს სტიქიის შედეგების სწრაფ ლიკვიდაციაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203