წყალტუბოს ახალგაზრდული საკრებულოს თავჯდომარე და წევრები შეუერთდნენ წყალტუბოს ოტია იოსელიანის №1 საჯარო სკოლის ინიციატივას - დედაენის დღეს ინტელიგენციის ქ.თბილისში გასვლას.
სკოლის წარმომადგენლების თქმით, ახალგაზრდებმა პატივი მიაგეს დედაენის ძეგლს, ღვაწლმოსილ აკადემიკოსებს შ.ნუცუბიძეს, გ.ახვლედიანს და მთაწმინდის პანთეონში განსვენებულ სასიქადულო მამულიშვილებს.
ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ქართული ენის სიწმინდისათვის გამართულ აქციაში.
იხილეთ ფოტოები