საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს მოსწავლის სტატუსის შეჩერების მიმართულებით სოციალურს მუშაკებს რეაგირება ჰქონდთ 254 მომართვაზე.
2021-2022 სასწავლო წელს სწავლა 8846-მა მოსწავლემ შეწყვიტააღსანიშნავია, რომ სტატუსის შეჩერების მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, გახდა მოსწავლის საზღვარგარეთ ან საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა; პროფესიული განათლების მიღების მიზნით, ატესტატის გატანა.
„მოსწავლის სტატუსის შეჩერების მიმართულებით, 2022 წლის განმავლობაში, სოციალურმა მუშაკებმა, თბილისსა და რეგიონებში, რეაგირება მოახდინეს 254 მომართვაზე. შესწავლილი შემთხვევებიდან - 102 შემთხვევაში, სპეციალისტის მუშაობის შედეგად, მოსწავლე სასწავლო პროცესს დაუბრუნდა, ხოლო 70 მოსწავლესთან მიმდინარეობს სასკოლო გარემოში მოსწავლის დაბრუნებისთვის მუშაობის პროცესი. 65 შემთხვევაში, მოსწავლეს შეუჩერდა სტატუსი. აქედან, 32 შემთხვევაში, სტატუსის შეჩერების მიუხედავად, მიმდინარეობს სტატუსის აღდგენის პროცესის მხარდაჭერა. შესწავლილი შემთხვევებიდან - 17 შემთხვევაში, მოხდა სხვა შესაბამისი უწყების ჩართვა“, - აღნიშნულია მანდატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.