როგორ აღინიშნა შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე
19-04-2018
შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები ჩატარდა.
მოსწავლეებმა დედა ენის დღის თემატიკაზე კედლის გაზეთი დაამზადეს და ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.