ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს
19-04-2018
ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებული კვირეული ჩატარდა. 

პროექტი მოიცავდა რამდენიმე ეტაპს:   

„რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესის განვითარების ასოციაციამ“ განახორციელა პროექტი „დედაენა ქართული“, რომლის ფარგლებში გაიმართა სასკოლო ტური და გამოვლინდა გამარჯვებული თემა, რომელიც მე-11 კლასის მოსწავლეს, თეონა პაპიაშვილს, ეკუთვნის.  

მისმა ნაშრომმა სარაიონო ტურშიც დაიმსახურა ჟიურის ყურადღება და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.   

სკოლაში ასევე გაიმართა კონკურსი - „კალიგრაფიის მარგალიტები“, სადაც მე-10 კლასის მოსწავლე, ნინო მამულაშვილმა გაიმარჯვა.   

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ერთმანეთს ლიტერატურის ცოდნაშიც შეეჯიბრნენ. 

ლიტერატურული ვიქტორინა, რომელშიც მე-7 და მე-11 კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული 7 გუნდი მონაწილეობდა, ორ ეტაპად ჩატარდა.  

გამარჯვებული გუნდის წევრებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.   

პროექტის დასკვნით ნაწილში მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა მხატვრულ-ლიტერატრული კომპოზიცია  „ო, ენავ ჩემო“ წარმოადგინეს.   

მათ დედა ენისადმი მიძღვნილი პოეზიის ნიმუშები წაიკითხეს და შეასრულეს ამავე თემაზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები.   

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203