ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეები ორიგინალური ნამუშევრებისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
19-04-2018
ნატოსა და ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, იმერეთის საინფორმაციო ბიუროს მიერ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. 

გამოფენაზე ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები განსაკუთრებული ორიგინალურობითა და კრეატიულობით გამოირჩეოდა. ამას დამთავლიერებლები ერთხმად აღნიშნავდნენ.

ღონისძიებაზე გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდნენ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. მე-9 კლასელ მურმან ტუღუშს სერტიფიკატი გადაეცა, ხოლო მე-10 კლასის მოსწავლე მირიან მიქელთაძეს - სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრი. გამარჯვებული მოსწავლეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ დააჯილდოვა. 

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის წარმომადგენლები ულოცავენ თავიანთ მოსწავლეებს ამ წარმატებას და მოომავალშიც მრავალ გამარჯვებას უსურვებენ.

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის აქტიურ თანამშრომლობას ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლალი უშვერიძე ხელმძღვანელობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...