თბილისის 103-ე საჯარო სკოლის ანსამბლი „კოკროჭინა“ ფესტივალ-კონკურსის მეორე ტურში გადავიდა
19-04-2018
თბილისის  103-ე  საჯარო   სკოლის ეთნო - ავთენტურმა  ანსამბლმა  „კოკროჭინამ“  რესპუბლიკურ  მე -11 ფესტივალ-კონკურსში  მიიღო  მონაწილეობა.

კონკურსის სახელწოდებაა „იპოვე   შენი  ვარსკვლავი“.

კონკურსანტებმა დამსწრე საზოგადოება და ჟიურის წევრები შესანიშნავი შესრულებით მოხიბლეს. 

103-ე  საჯარო   სკოლის  ანსამბლი მეორე  ტურში გადავიდა. 
 
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი სახის კონკურსები მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების გამოკვეთა - გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს. 

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203