სტუდენტების ნაწილს 500 ლარი პირად ანგარიშზე დაერიცხება - ბიუჯეტი
20-01-2023
გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცდა, სადაც გაწერილია სტუდენტთა დახმარების პროგრამა.

დოკუმენტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლის საფასურის თანადაფინანსება მოხდება 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადად, იმ სტუდენტებზე, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მინიჭებული აქვთ 0-დან 120 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით, ან/და აქვთ მოპოვებული 50% და 70% სახელმწიფო გრანტი სწავლის დაფინანსებაზე.

დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია: განცხადება მერის სახელზე; ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მათზე, სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის ან/და ნაწილობრივი დაფინანსების, თანხის ოდენობის და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეკვიზიტების შესახებ; დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203