ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში ჩაებნენ
ვახტანგისის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში აქტიურად ჩაებნენ.
კვირეულის ფარგლებში, ხელოვნების მასწავლებლის მაია მეცხვარიშვილის ხელმძღვანელობით, დედაენის კუთხე მოეწყო.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თამილა გრიგოლაშვილის ინიციატივით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შორის მხატვრული კითხვის კონკურსი მოეწყო, სადაც გამარჯვებულად მე-3 კლასის მოსწავლე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი გულარ ბაბაევა გამოვლინდა.
ისტორიის მასწავლებელმა, ეკატერინე მულაძემ, ქართული დამწერლობის განვითარების შესახებ მოსწავლეებს ძალიან საინტერესო პრეზენტაცია შესთავაზა, სახელწოდებით - "საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ".
პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო შემდეგი ინფორმაცია: მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობა; ფარნავაზ პირველი; ასომთავრული მე-5 საუკუნეში; ნუსხური მე-9 საუკუნეში; მხედრული მე-11 საუკუნეში; დამწერლობის ნიმუშები; ასომთავრულით შესრულებული უძველესი ქართული წარწერები; იაკობ გოგებაშვილი, დედა ენა; აკაკი შანიძე; 14 აპრილი, დედა ენის ძეგლი თბილისში; ფერეიდნელი ქართველი, საიდ (გიორგი) მულიანი; თურქეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ბაიარ შაჰინ გუნდარიძე; ვეფხისტყაოსანი.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი სახის კონკურსები მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების გამოკვეთა - გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს.