რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა შემაჯამებელი ტესტის შედგენისას? - მოსწავლის რომელ უნარებს დაადგენთ ღია და დახურული კითხვებით
18-01-2023

მასწავლებლები მოსწავლეების ცოდნისა და მათი უნარ-ჩვევების შესაფასებლად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. იმისთვის, რომ გავიგოთ, რა დაამახსოვრდა მოსწავლეს განვლილი თემიდან, ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება ტესტის შედგენაა.

სასკოლო პრაქტიკაში ტესტს ყველაზე ხშირად შემაჯამებელი წერისთვის იყენებენ. ტესტის შედგენისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  • ინსტრუქციები და კითხვები მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული და ზომავდეს კონკრეტული თემის ცოდნას;
  • ტესტის შედეგები უნდა ფასდებოდეს წინასწარ შემუშავებული პასუხებით ან შეფასების სქემით. ასევე მოსწავლეებისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, თუ რომელი კითხვა რამდენი ქულით ფასდება;
  • ტესტზე სამუშაოდ შერჩეული უნდა იყოს შესაბამისი დრო.

ტესტური შეკითხვები შეიძლება იყოს ღია და დახურული.

დახურული კითხვების შემთხვევაში მოსწავლემ მოცემული პასუხებიდან მხოლოდ ერთი სწორი პასუხი უნდა შეარჩიოს. დახურულ კითხვებს განეკუთვნება შემდეგი ტიპის დავალებები:

  • ოთხი შესაძლო პასუხიდან აირჩიე და შემოხაზე სწორი პასუხი.
  • დაუკავშირე ერთმანეთს სიტყვები/ციფრები/გამოსახულებები.
  • გამოიცანი, წინადადება სწორია თუ მცდარი.

ღია კითხვების შემთხვევაში მოსწავლეს სწორი პასუხის არჩევა არ შეუძლია. მან დავალების პასუხზე თავად უნდა იფიქროს. ღია კითხვებს შეიძლება მივაკუთვნოთ შემდეგი ტიპის დავალებები:

  • უპასუხე შეკითხვებს;
  • ჩასვი სწორი ფორმა;
  • დაასრულე;
  • შეავსე ცხრილი;
  • იმსჯელე;
  • დაწერე შენი მოსაზრება ამ თემაზე;
  • მოიყვანე მაგალითი;
  • დაწერე ესე;
  • ეთანხმები თუ არა? რატომ? დაწერე არგუმენტები.

ცნობისთვის, დახურული კითხვები კარგად ამოწმებს ფაქტობრივ ცოდნას, ხოლო ღია კითხვებით შედგენილი ტესტით დაადგენთ, როგორც ფაქტობრივ ცოდნას, ისე მოსწავლის ანალიზის, არგუმენტირებული მსჯელობისა და დასკვნების გაკეთების უნარს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203