კერძო სკოლა „რუსთველის“ მოსწავლეები ბოტანიკური ბაღის საქმიანობას გაეცნენ
19-04-2018

რუსთავის კერძო სკოლა „რუსთველის“ X კლასის მოსწავლეები, ბიოლოგიის მასწავლებელის ირინა მურჯიკნელის ხელმძღვანელობით თბილისის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდნენ. 

„რუსთველის“ მოსწავლეებისთვის ბოტანიკურ ბაღში სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო. ტურს ბაღის თანამშრომელი უძღვებოდა. 

მან სკოლის აღსაზრდელებს ბოტანიკური ბაღის საქმიანობა გააცნო, მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ ესაუბრა და მათი დაცვის პრაქტიკული ღონისძიებები აუხსნა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გარემოსდაცვითი ცნობიერების დეფიციტის ერთ-ერთი უარყოფითი შედეგია ბიომრავალფეროვნებისათვის ზიანის მიყენება.  ამიტომ, მნიშნელოვანია ისეთი სტრატეგიის განვითარება, რომ მოსწავლეებმა ხელი შეუწყონ ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. სკოლის პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. 

„ბავშები გაეცნენ ბაღის სხვადასხვა კოლექციებს, კერძოდ მერქნიან მცენარეებს, ბალახოვან მცენარეებს, მათი შექმნის პრინციპებს, იშვიათ და საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეების კონსერვაციის პროცესს,  ზოგად ბაღის საქმიანობასა და ღირშესანიშნაობებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

მისი თქმით, პროექტის შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა დაინტერესება მცენარეების და მათი ეკოლოგიის მიმართ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203