2023 წელს თბილისის მერიამ საჯარო ბაგა-ბაღების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 171,187,949 ლარი გამოყო. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დაფუძნებული 188 საბავშვო ბაგა-ბაღის 62 500-მდე აღსაზრდელი ფინანსდება ვაუჩერული პრინციპით.
ბაგა–ბაღებში თითოეულ ბავშვზე გათვლილი წლის ვაუჩერი, შემდეგი ოდენობით:
ა) 100-ის ჩათვლით ბავშვთა კონტიგენტის მქონე საბავშვო ბაგა-ბაღისათვის, თითოეულ ბავშვზე-1500ლარი;
ბ) 101–დან 200–ის ჩათვლით ბავშვთა კონტიგენტის მქონე საბავშვო ბაგა-ბაღისათვის, პირველ 100 ბავშვზე 1500 ლარი ყოველ მომდევნო ბავშვზე 1200 ლარი;
გ) 201–დან 350–ის ჩათვლით ბავშვთა კონტიგენტის მქონე ბაღებისათვის პირველ 100 ბავშვზე –1500 ლარი, ხოლო 101–დან 200 -ის ჩათვლით –1200 ლარი და 201 -დან 350-ის ჩათვლით 900 ლარი.