პედაგოგები მშობლებთან ტრენინგებს ჩაატარებენ - დეტალები
18-01-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გაწერილია კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რომლისთვისაც გამოიყოფა 50 ათასი ლარი.

დოკუმენტის თანახმად, „ქვეპროგრამა წარმოადგენს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობას, ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენციას, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის  შესაბამისად სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას და გაძლიერებას, მათთვის საბინაო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ბავშვების ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას, ასევე მშობლების ცნობიერების ამაღლებას „პოზიტური მშობლობის“ ფარგლებში, ზონალურად, ტრენინგების ჩატარება მოწყვლადი ჯგუფების მშობლებთან, სადაც ჩართულნი იქნებიან სპეცპედაგოგი და ფსიქოლოგი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203