დიცის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა თემაზე „ჩვენ ვგმობთ ძალადობას“ სასკოლო პროექტი განახორციელა.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა გადაიღეს ვიდეო კლიპი, სადაც ასახეს, თუ რას ნიშნავს ძალადობა და როგორ უნდა დავუპირისპირდეთ მას.
ვიდეო წარმოდგენას, მონიტორინგის მიზნით, სკოლის შიდა შეფასების ჯგუფმაც უყურა.
მათი განცხადებით, სიუჟეტი საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, ხოლო მოსწავლეები ძალადობის წინააღმდეგ წამოწყებულ პროცესში აქტიურად ჩაებნენ.
იხილეთ ვიდეო