კრიტერიუმები, რომლებიც მოსწავლის ზეპირი კომუნიკაციის შეფასებაში დაგეხმარებათ
22-01-2023

მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა შეფასების რუბრიკით აფასებენ. შეფასებისას უმთავრესია, პედაგოგი იყოს ობიექტური და მისმა უკუკავშირმა მოსწავლე არათუ დათრგუნოს, პირიქით, მეტად წაახალისოს.

შეფასების რუბრიკის მიხედვით წერითი დავალების შემოწმება ბევრად მარტივია, ვიდრე - მოსწავლის ზეპირი კომუნიკაციის, რადგან ასეთ დროს პედაგოგი ძალიან ყურადღებით უნდა უსმენდეს მოსწავლეს, რათა რაიმე „არ გამოეპაროს“ და მოსწავლე ობიექტურად და სამართლიანად შეაფასოს.

მასწავლებელს მოსწავლის ზეპირი კომუნიკაციის შეფასება მეტად გაუადვილდება, თუ სქემებს დაიხმარებს.

რომელი კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლის ზეპირი კომუნიკაციის უნარები?

მოსწავლეთა მსჯელობის ობიექტურად შეფასებაში შემდეგი კრიტერიუმები დაგეხმარებათ. მოსწავლე:

  • მსჯელობს გარკვევით;
  • საუბრობს ნელა და გასაგებად;
  • მეტყველებს თანმიმდევრულად;
  • საკითხზე საუბრობს ამომწურავად;
  • მსჯელობის დროს მოჰყავს ფაქტები და არგუმენტები;
  • წინადადებებს ლოგიკურად უკავშირებს ერთმანეთს;
  • იყენებს სათანადო, ასაკისთვის შესაფერის ლექსიკას;
  • შეუძლია დროის ლიმიტის დაცვა.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევები კარგად ვლინდება ისეთ აქტივობებში, როგორიცაა: როლური თამაშები, დებატები, კრიტიკული ანალიზი, განსახილველ პრობლემაზე მსჯელობა და ა.შ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203