ჭვინთის საჯარო სკოლას, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, ესტუმრა.
მოსწავლეებთან შეხვედრაზე მერაბ ბერიძემ ისაუბრა ზოგადად განათლების მნიშვნელობაზე თანამედროვე მოქალაქის ცხოვრებაში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია XVI საუკუნის „გურჯისტანის ვილაიეთის დავთრის“ იმ მონაცემებმა, რომელიც სოფელ ჭვინთას, მის მოსახლეობას, მეურნეობის სახეებს ეხებოდა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და დაგეგმილზე გაცილებით მეტ ხანს გაგრძელდა.
მერაბ ბერიძე დაპირდა მოსწავლეებს, რომ აუცილებლად ეწვეოდა კიდევ და შეეცდებოდა მოეტანა პასუხი სოფლის სახელის წარმომავლობის შესახებ დასმულ კითხვაზე.
სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და თვითონ სტუმრებიც უაღრესად კმაყოფილი დარჩნენ შეხვედრით.