ლანჩხუთში სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა. ფეხბურთში გამარჯვებული ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა გახდა. ტურნირი საკმაოდ დაძაბული იყო, შესაბამისად, გუნდმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა, რითიც გულშემატკივრები გაახარა.
სკოლის გამარჯვებულ ფეხბურთელთა გუნდის წევრები არიან: საბა ბაგათელია, ირაკლი ბისიეშვილი, დავით გუჯაბიძე, ლაშა ბისიეშვილი, ლუკა ლომაძე და გიორგი კუკულაძე.
გუნდის მწვრთნელები: თემურ გობრონიძე და კახა ურუშაძე.
აღსანიშნავია მეკარის, ლაშა ბისიეშვილის საუკეთესო თამაში, რომელსაც გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
ტურნირის გამარჯვებულებს თასი და სიგელები გადაეცათ. ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლას წინ რეგიონალური ტური ელოდება.
სკოლის დირექცია ფეხბურთელებს წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები