თიანეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის თანახმად, პრიორიტეტული მიმართულებაა განათლება, „განათლების ღონისძიებების“ პროგრამისთვის კი განსაზღვრულია 25,0 ათასი ლარი.
კონკრეტული პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობას. პროექტებში გამარჯვებულებისთვის კი განსაზღვრულია წახალისება ფულადი ჯილდოთი ან/და ფასიანი საჩუქრებით.
წარმატებული სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და საგანმანათლებლო სფეროში ღვაწლმოსილი პირები მიიღებენ ფულადი ჯილდოს, სხვადასხვა პრიზსა და ფასიან საჩუქრებს.