2250 ლარის 80 პროცენტს სტუდენტებს ყოველწლიურად აუნაზღაურებენ - ვინ ისარგებლებს შეღავათით
23-01-2023
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია, სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სწავლის საფასურის 80 პროცენტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აუნაზღაურებს ყოველწლიურად.
„იმ სტუდენტებს, რომელთა ერთ-ერთი მშობელი შშმ პირი ან/ და პენსიონერია, აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებლებში სწავლა დაუფინანსდებათ ყოველწლიური სწავლის საფასურის - 2250 ლარის 80 %-ით, რომლებიც ბოლო სამი წელი სწავლობდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და გიმნაზიაში, მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, შშმ პირის სამედიცინო დოკუმენტის, საპენსიო მოწმობისა და ამ პროგრამით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე“, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელიც უკვე ძალაშია.