საჯარო სკოლის დირექტორთა მსურველები დღეს ტესტი 12:00 საათზე დაიწყება და 5 საათი გაგრძელდება. ტესტირება დღეს გამოცდაზე დარეგისტრირებული ყველა აპლიკანტისთვის ერთსა და იმავე დროს გაიმართება საქართველოს სსხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
გადაამოწმეთ უნიკალური კოდი
საგამოცდო ცენტრების მდებარეობა და სხვა დეტალებიდირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაციისათვის ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. აპლიკანტებმა, რეგისტრაციის გავლის მიზნით, ადგილზე უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანების, პირადობის მოწმობისა ან პასპორტის არქონის შემთხვევაში აპლიკანტები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
ტესტირებაზე დირექტორობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ წყალი პლასტმასის ბოთლით და საწერი კალამი (შავ ფურცელზე მუშაობის მიზნით). დირექტორობის მსურველს ასევე აქვს უფლება, თან იქონიოს პირადი ჰიგიენის საგნები.
აკრძალვები და გამონაკლისები დირექტორობის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის