საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოცხადდა - მასწავლებლის სახლი დეტალებზე
22-01-2023
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების ფიზიკის მასწავლებლებისათვის აცხადებს შესარჩევ კონკურსს, შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - European Organization for Nuclear Research) ერთკვირიანი სტაჟირებაზე.
კონკურსის შედეგად შეირჩევა ფიზიკის მასწავლებლები საჯარო და კერძო სკოლებიდან.
საჯარო სკოლის მასწავლებლების სტაჟირება სრულად დაფინანსდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
კერძო სკოლის მასწავლებლების სტაჟირება დაფინანსდება მათივე სკოლის მიერ.
სტაჟირება განხორციელდება 2023 წლის 26 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით.
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილე მასწავლებელი:
1. უნდა იყოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო ან კერძო დაწესებულების მოქმედი ფიზიკის მასწავლებელი.
2. უნდა ფლობდეს უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსს.
3. არ უნდა იყოს ნამყოფი შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - European Organization for Nuclear Research) სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში.
კონკურსზე წარმოსადგენი მასალა:
კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, პედაგოგმა წარმოადგინოს პრეზენტაცია Power Point-ის სახით (8-10 სლაიდი, თხრობის ხანგრძლივობა 10-12 წუთი).
პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საგაკვეთილო ნიმუშის სახით და უნდა შეიცავდეს მოსწავლეზე ორიენტირებულ კონკრეტულ სასწავლო სტრატეგიებს, მეთოდებს და მიდგომებს.
1. სამყაროს წარმოშობისა და განვითარების თანამედროვე მეცნიერული თეორიები;
2. ელემენტარული ნაწილაკების კლასიფიკაცია და მათი ურთიერთქმედებების აღწერა;
3. ახალი აღმოჩენები ფიზიკაში და მათი მნიშვნელობა;
4. სასწავლო პროცესში განხორციელებული საუკეთესო საგნობრივი ან ინტეგრირებული პროექტი ან სხვა აქტივობა.
5. თავისუფალი თემა; (თავისუფალი თემის არჩევის შემთხვევაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას როგორც, სარეკომენდაციო საკითხებისგან განსხვავებული თემატიკა, ასევე ფიზიკის სწავლების თანამედროვე ან განსხვავებული მეთოდები)
საჭირო დოკუმენტაცია:
1. CV ქართულ ენაზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. დიპლომის ასლი;
კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
1. დოკუმენტაციის განხილვა.
2. გასაუბრება, პრეზენტაცია მისი განხილვა და შეფასება.
პრეზენტაცია და მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოადგინეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: internshiptpdc1@gmail.com