დირექტორობის მსურველთა ტესტირება სრულდება. აპლიკანტთა ნაწილი გამოცდიდან კმაყოფილი გამოვიდა ისინი დადებითად აფასებენ საგამოცდო გარემოსაც, ამასთან etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ სისტემაში მყოფ და მომუშავე პირს გამოცდის დაწერა არ უნდა გაუჭირდეს.
„ნორმალური გარემო იყო, ყველა მშვიდად, თავისთვის მუშაობდა. ვფიქრობ, არაფერი სირთულე არ იყოს. უკვე გავლილი და დამუშავებული მასალა შეგვხვდა. რაც შეეხება საგამოცდო პროცესს სისტემა გამართულად მუშაობდა. 40 წელი ვიყავი დირექტორი, ახლა ხარისხის მართვის მენეჯერი ვარ და N190 სკოლაში ვმუშაობ“,- განაცხადა რეზო ნინუამ.
„სისტემა გამართული იყო, საკითხები რთული არ მომეჩვენა, თუ მოქმედი პედაგოგი ან დირექტორი ხარ, არ უნდა გაგიჭირდეს. კმაყოფილი ვარ პედაგოგის სამთვიანი სტაჟი მაქვს. იმედი მაქვს, გავამართლებ მოლოდინებს“, - აღნიშნა ტესტირებიდან გამოსულმა აპლიკანტმა.
„უკვე 12 წელია მანდატური ვარ და ჩემთვის, როგორც არაკომპეტენტური პირისთვის არც ისე რთული იყო. არც კანონმდებლობიდან იყო რთული კითხვები. მე პირადად ისეთი პროექტი დავწერე, რომ მგონი დამირეკავენ მოდიო“,- გვითხრა აპლიკანტმა.
„თუ მომზადებული იყავი არ გაგიჭირდებოდა თავის გართმევა… თუ დირექტორი გავხდები ცვლილებებს პირველ რიგში მასწავლებლების გადამზადებით დავიწყებ. ვთვლი, რომ სკოლებში ახალი სისხლი საჭიროა. ამჟამად მოქმედი პედაგოგი ვარ, დირექტორობას კი რეგიონის სკოლაში ვაპირებ“, - გვითხრა მასწავლებლემა.
„მე, როგორც „ქუჩიდან მოსული” ვფიქრობ, ტესტი საკმაოდ რთული იყო, თუმცა მგონია, რომ მოქმედ დირექტორებს არ უნდა გაუჭირდეთ. სპორტის მასწავლებელი ვარ და შესაბამისად თუ დირექტორი გავხდები, პირველ რიგში ამ მიმართულების განვითარებასა და გაუმჯობესებას დავიწყებ ამჟამად მცხეთის მუნიციპალიტეტში ვასწავლი“,- გვითხრა პედაგოგმა გიორგი მჭედლიშვილმა.
„სისტემა გამართული და მიწესრიგებული იყო, გარემო კეთილგანწყობილი. ნიმუშების შესაბამისობაში იყო საკითხები, უკვე მივეჩვიეთ გამოცდებს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები და რადგან ასეთი ახლო კავშირი გვაქვს ამ სისტემასთან, ვფიქრობ აუცილებლად აისახება შედეგებზეც. აქ მოსულ ყველა მსურველს ვუსურვებ წარმატებას“, - გვითხრა ტესტირებიდან გამოსულმა მოქმედი პედაგოგმა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის.
იხილეთ: „ასპარეზს ახალგაზრდებს ვუთმობ, თუმცა გამოცდაზე გასვლა ჩემი პასუხისმგებლობა მგონია, რადგან 40 წელია სკოლის დირექტორი ვარ“ -აპლიკანტები ტესტირებიდან