წინწყაროს საჯარო სკოლაში საზეიმო კონცერტი გაიმართა
20-04-2018
წინწყაროს საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს საზეიმო კონცერტი მიუძღვნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს და დედა ენის შექმნასა და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება- მოღვაწეობაზე ისაუბრეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე იმღერეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.