22 იანვარს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის სერტიფიცირების პირველი ეტაპი ტესტირება ჩატარდა. ახლა აპლიკნატები ტესტირების შედეგებს ელოდებიან, რომლის გამოქვეყნების ვადა კანონით არის განსაზღვრული.
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესში“ განსაზღვრულია, რომ ტესტირებაზე მიღებული ქულები აპლიკანტებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გამოცდის ჩატარებიდან 15 დღის შემდეგ.
ტესტი წარმატებით გადალახულად ჩაითვლება თუ აპლიკანტი გამოცდაზე მაქსიმალური ქულის 60%-ს და მეტს დააგროვებს.
აპლიკანტები ტესტირების შედეგების გაგებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდისა https://emis.ge/ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდის https://directors.mes.gov.ge/ მეშვეობით რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის მითითებით შეძლებენ.
იხილეთ:
დირექტორობის გამოცდაზე 1839 აპლიკანტი გავიდა - გაიგეთ, სად ნახავთ ტესტის შედეგებს
დირექტორობს გამოცდას ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტები აფასებენ - „12 წელია მანდატური ვარ და ჩემთვის, არაკომპეტენტური პირისთვის, არც ისე რთული იყო“
„ასპარეზს ახალგაზრდებს ვუთმობ, თუმცა გამოცდაზე გასვლა ჩემი პასუხისმგებლობა მგონია, რადგან 40 წელია სკოლის დირექტორი ვარ“ -აპლიკანტები ტესტირებიდან