20 იანვარს, ბოლნისში აბიტურიენტებისა და მასწავლებლებისათვის 2023 წლის საგამოცდო სიახლეებთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, გარდა საგამოცდო სიახლეებისა, გამოსაცდელებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ როგორ მოემზადონ გამოცდებისათვის და ასევე, რა გაითვალისწინონ გამოცდების მიმდინარეობისას. გარდა ამისა, შეხვედრაზე ისაუბრეს საგამოცდო პროცედურებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზეც.
ღია კარის დღეებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველკვირეულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართავს. მოეწყობა ონლაინ ღია კარის დღეებიც, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდების სიახლეები 2023
2023 წლის მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების პროგრამები და სიახლეები