ძირკვაძეების საჯარო სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებით სახალისო თამაში გამართეს
20-04-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებით ლოტო გათამაშდა. 
 
ღონისძიება დედა ენის დღეს მიეძღვნა.  
 
საპრიზო პირველი ადგილი ნინო აბაშიძემ დაიკავა, მეორე ადგილი - გიგა დეკანაძემ, მესამე კი - ნანა თავართქილაძემ.    
 
მოსწავლეებს წახალისების მიზნით სიგელები გადაეცათ.  
 
სკოლაში ბარბარიზმებსა და ქართული ენის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. 
 
მოსწავლეებმა ყველას მოუწოდეს დაეცვათ ქართული ენა და პატივი სცენ მას. 
 
ღონისძიებას პედაგოგი ლელა ძირკვაძე ხელმძღვანელობდა. 
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203