რეგიონის საბავშვო ბაღებში მონიტორინგი განახლდა - მოწმდება დოკუმენტაცია და სანიტარული ნორმები
საბავშვო ბაღების შემოქმება განახლდა. როგორ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების სააგენტო აცხადებს, მონიტორინგის ჯგუფი დეტალურად შეამოწმებს სამზარეულოებს დოკუმენტებს,მ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და ა.შ.
„ბათუმის საბავშვო ბაღებში 16 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი განახლდა. პარალელურად, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების მუდმივმოქმედმა მონიტორინგის ჯგუფმა მონიტორინგი განაახლა.
სპეციალისტები კვების, სანიტარია-ჰიგიენის მიმართულებით ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში იმყოფებოდნენ - მათ დეტალურად შეამოწმეს სამზარეულოები, საკვები პროდუქტების საწყობები, საკვების მომზადების პროცესი, სააღმზრდელო ჯგუფებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ასევე, საქმისწარმოების დოკუმენტაცია.
ბათუმში ამჟამად მოქმედი 30 საბავშვო ბაღია, სადაც 8 280-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული. მონიტორინგის უწყვეტი პროცესი მიზნად ისახავს ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - აღნშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ბათუმის ბაღების გაერთიანება ავრცელებს.