ქუთაისის 33-ე სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა
20-04-2018

ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა.

ღონისძიებები მოიცავდა: კალიგრაფიის კონკურსსა და ზეიმს სახელწოდებით - ,,ქართული მარტო ენაა?!".

კალიგრაფიის კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული, მე-9 ბ კლასის მოსწავლე, თამთა ბაღდავაძე, რომელიც სკოლის დირექტორმა  პირველი ხარისხის დიპლომით დააჯილდოვა. მონაწილეებს  კი  სიგელები გადაეცათ.

რაც შეეხება სასკოლო ზეიმს, ,,ქართული მარტო ენაა?!",  რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაწყებითი საფეხურის ყველა კლასმა, ცეკვის, სიმღერისა და მხატვრული კითხვის ნომრებით, სკოლის დირექციის მიერ განსაკუთრებულად შეფასდა. ზეიმის ფარგლებში, ორგანიზატორმა პედაგოგმა მადონა ხონელიძემ  მოსწავლეებს შორის კონკურსი ჩაატარა. სკოლის ჟიურიმ  გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოავლინა: ვინ უფრო სწრაფად შეიკრა ფეხსაცმელის თასმები, ღილები; ვინ უფრო სწრაფად ჩააცვა თოჯინას; ვიდეორგოლები - "სანამ დედა შინ არ არის";  ვის უფრო ლამაზად აცვია? და სხვ.

სკოლის დირექტორმა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები  სიგელებით დააჯილდოვა.

ამავდროულად, სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები დედაენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-8 ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ, სადაც   ბიბლიოთეკის სივრცეში წარმოადგინეს ულამაზესი ლიტერატურულ - მხატვრული კომპოზიციები,  ცეკვები, სიმღერები, რომლებმაც ნამდვილი ქართული ხასიათი და სული მთლიანად წარმოაჩინა.

სკოლის დირექციის შეფასებით, კვირეული შთამბეჭდავად ჩატარდა.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203