საბჭო 14 სკოლის საკითხს განიხილავს - დეტალები
27-01-2023

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო აქვეყნებს შეხვედრების განრიგს, რომლის დროსაც სკოლების ავტორიზაციის საკითხი იქნება განხილული. 3 თებერვლამდე საბჭო 14 სკოლის საკითხს განიხილავს. სხდომა გაიმართება 30 იანვარს, 31 იანვარს და 3 თებერვალას. etaloni.ge - გთავაზობთ სხდომების განრიგსა და შეხვედრების ბმულს.

შეხვედრა 30 იანვარს 15:00 საათზე დაიწყება და განხიხილება:
დასასწრებად დააჭირეთ ბმულს

  1. “ა(ა)- იპ საქართველოს საპატრიარქოს ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ავტორიზაციის შესახებ” ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2020 წლის 08 სექტემბრის N797118 გადაწყვეტილებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ;
  2. ა(ა)იპ - წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
  3. ა(ა)იპ - წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
  4. შპს სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
  5. შპს გიმნაზიის ავტორიზაციის საკითხის განხილვა.
31 იანვარს სხდომა 16:00 საათზე დაიწყება
დასასწრებად დააჭირეთ ბმულს 

1.    შპს პელაგონის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
2.    ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
3.  სპს კერძო საშუალო სკოლა დავითიანი-მარინა გორშკოვას ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
4.  შპს მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა.

3 თებერვალს, 16:00 საათზე საბჭო განიხილავს შემდეგი სკოლის საკითხებს:
დასასწრებად დააჭირეთ ბმულს

1. შპს ევროპულ სკოლაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;  
2. შპს ევროპულ სკოლაში მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ საკითხის განხილვა;  
3. შპს სამეცნიერო-საწარმოო ფირმა ალმასის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;  
4. ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა; 
5. ა(ა)იპ - ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის ავტორიზაციის საკითხის განხილვა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203