ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საკუთარი ლექსები წაიკითხეს
20-04-2018
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-9 კალისის მოსწავლეებმა პედაგოგ ნაირა ყურშუბაძის ხელმძღვანელობით ღონისძიება - „უსიყვარლოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“ გამართეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესო კომპოზიცია წარმოადგინეს - მოზარდებმა კლასიკოსი მწერლების ლექსები, სასიყვარულო წერილები, ციტატები და გამონათქვამები წაიკითხეს.

ორი მოსწავლე ლუკა ნიკოლაიშვილი და გია ბოლქვაძე მსმენელის წინაშე საკუთარი ლექსებით წარსდგნენ.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ერთმანეთს და დამსწრე საზოგადოებას სიყვარულის დღე მიულოცეს.

პოეზიის საღამოს დირექციის წარმომადგენლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. მათ ღონისძიება შეაფასეს და მომავალ თაობას წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203