რა შემთხვევაში არაა საჭირო შეფასების სქემების გამოყენება? - რის მიხედვით უნდა დაუწეროს მასწავლებელმა ასეთ დროს ქულა მოსწავლეს
24-01-2023

შეფასების სქემები მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებისგან შედგება. მოსწავლის აკადემიური მოსწრება სწორედ იმის მიხედვით შეფასდება, დააკმაყოფილებს თუ არა ის დავალების შეფასებისას ყველა კრიტერიუმს.

შეფასების სქემებით, უმეტესად, ფასდება ისეთი დავალებები როგორიცაა, ესე, თხზულება, ზეპირი პრეზენტაცია, ჯგუფური მუშაობა, მსჯელობა და ა.შ. ასეთ დროს პედაგოგს კონკრეტულად უნდა ჰქონდეს გაწერილი, რა შემთხვევაში რამდენ ქულას დაიმსახურებს მოსწავლე.

როდის არაა საჭირო შეფასების სქემების გამოყენება?

ყველა დავალების შემოწმებისას შეფასების სქემების გამოყენება აუცილებელი არაა. მაგალითად, დახურული კითხვების შემთხვევაში, როდესაც კითხვებს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი აქვთ, შეფასების ცხრილების შედგენა საჭირო არ არის.

დახურული კითხვები სწორდება და ფასდება მზა პასუხების მიხედვით. ამ ტიპის კითხვები აძლიერებს მოსწავლეთა მეხსიერებას და კარგად ამოწმებს ფაქტობრივ ცოდნას. ის შეიძლება გამოიყენოთ მთელ კლასთან მუშაობისას და ასევე ინდივიდუალურად, ტესტის სახით. რაც შეეხება შეფასებას, უმეტეს შეთხვევაში, დახურული კითხვის ერთი სწორი პასუხი ერთი ქულით ფასდება, თუმცა ეს დამოკიდებულია კითხვის სირთულეზე და სწორი პასუხის შესაბამის ქულას თავად პედაგოგი განსაზღვრავს.

იხილეთ ასევე: რომელი რუბრიკა დაეხმარება მასწავლებელს განმსაზღვრელი შეფასების დაწერაში? - ანალიტიკური და ჰოლისტური რუბრიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203