ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში ცვლილება შევიდა, რომელსაც ხელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი აწერს.
ცვლილების მიხედვით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს განსხვავებული ვადები მხოლოდ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ პროგრამებს.
ამ პუნქტის მიზნებისათვის, მე-13 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განხორციელდეს ანკეტის ელექტრონული ფორმით შევსების გარეშე, დოკუმენტბრუნვის ოფიციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განსაზღვრული ფორმით. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია უზრუნველყოს ცენტრისათვის დადასტურებული მონაცემების მიწოდება ელექტრონულად.