მშობელს ბაღში შვილისთვის საკვების მიტანის უფლება აქვს - გამონაკლისი
24-01-2023

საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა კვება მუდმივად კონტროლდება და რაციონი თუ ულუფები ოფიციალური დოკუმენტითაა დარეგულირებული; თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც აღსაზრდელი განსაკუთრებულ კვებას საჭიროებს, უშაქრო, ულაქტოზო, უგლუტენო მენიუს შედგენა კი არცთუ მარტივია.

etaloni.ge-ს რამდენიმე მოგვმართეს იმის გასარკვევად, აქვს თუ არა მშობელს უფლება, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, ბაღში საკვები თავად მიუტანოს შვილს?

როგორც ირკვევა, მშობელს საკვების სააღმზრდელო დაწესებულებაში მიტანა ნამდვილად შეუძლია ოღონდ გარკვეული პირობების დაცვით:

უმთავრესი ისაა, რომ ყოველი დღის რაციონი უნდა იყოს მარკირებული, რომელზეც მითითებული იქნება საკვების დამზადების თარიღი და შემცველობა;

გარდა ამისა, მშობელმა უნდა დაწეროს განცხადება, სადაც აღწერს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას; საბუთს კი თანდართული უნდა ჰქონდეს ექიმის დასკვნა და რეკომენდაცია.  ამასთან, მშობელს, შეუძლია, მოითხოვოს შვილისთვის ინდივიდუალური მენიუ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203