მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში თემატური გაკვეთილი ჩატარდა, რომლითაც მოსწავლეები სკოლაში გამოცხადებულ დედა ენის კვირეულს შეუერთდნენ.
გაკვეთილი მე-3 კლასში ჩატარდა და დამრიგებელი მარინა ჯუღელი მოსწავლეებს 14 აპრილის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მოსწავლეებმა კი ლექსები წაიკითხეს.
სკოლის კლუბი „ეკლესიის წიაღში“ წევრებმა (ხელმძღვანელი: ნინო წაქაძე) მორიგი მეცადინეობა სოფელში მოქმედ „ხარების“ სახელობის ეკლესიაში ჩაატარეს.
მეცადინეობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ეკლესიის ეზოს გალამაზება გადაწყვიტეს და სხვადასხვა ჯიშის ყვავილები დარგეს.
იხილეთ ფოტოები