თბილისის N32 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს
20-04-2018
თბილისის N32 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა ტიპის აქტივობა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩაერთვნენ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც პირველი და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203