განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, გრძელდება შეხვედრა-სემინარები უწყების საგნობრივ ექსპერტებთან.
საგნობრივი ექსპერტები პედაგოგებთან შეხვედრებს იწყებენ - განრიგი, თემები და სხვა დეტალები ცნობილია
დღეს, 24 იანვარს, 19:00 საათზე ფიზიკის საგნის ექსპერტი გიორგი ლომიძე, პედაგოგებთან თემატურ შეხვედრას ჩაატარებს თემაზე: კომპლექსური დავალება ფიზიკაში.
სემინარი ონლაინ-რეჟიმში გაიმართება, შეხვედრაზე დასასწრებად კი გადადით ბმულზე.