დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე და აუტიზმის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლაში კვირეული ჩატარდა.
სკოლის დირექტორის, მე-4 კლასის ხელოვნების მასწავლებლის ლალი იაკობაშვილის, მე-4 კლასის დამრიგებლის დოდო ხუციშვილის და სპეციალური პედაგოგის ირინა ფიროსმანაშვილის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა შექმნეს ხელოვნების ნიმუში თემაზე „მზის შვილები“.
გამოფენა სკოლის ფოიეში გაიმართა და მასში სკოლა აქტიურად იყო ჩართული.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა ფიზიკური და ინტელექტუალური აქტივობები შეასრულეს.
აუტიზმის სპექტრის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა კედლის გაზეთები დაამზადეს.
მათ აუტიზმის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.
სკოლაში სოციალური ადაპტაციის გაუმჯობესებისთვისაც ზრუნავენ.
ამ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ვიდეორგოლი „სიკეთის ბუმერანგი“ ნახეს და შემდეგ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
ღონისძიებას სპეციალური პედაგოგი ირინა ფიროსმანაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები