ღულელების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიურ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა
20-04-2018
ღულელების საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს. სკოლის აღსაზრდელებმა ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს და დედა ენის შექმნასა და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება- მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებამდე პედაგოგი აღსაზრდელებს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე ესაუბრა.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.