რა შემთხვევაში ვერ გამოიყენებთ ჟურნალში მოთხოვნის ფუნქციას? - თქვენი მოთხოვნა დირექციასთან არც კი გაიგზავნება თუ არ გაითვალისწინებთ შემდეგს...
25-01-2023

მასწავლებელს შეუძლია, ელექტრონულ ჟურნალში დირექციისგან მიმდინარე სემესტრის და გასული სემესტრების (მხოლოდ სემესტრული ნიშნის) რედაქტირება მოითხოვოს.

მოთხოვნის ტიპში პედაგოგმა უნდა მიუთითოს, კონკრეტულად რა სურს: ჟურნალის კორექტირება, განვლილი დროით შემაჯამებლის ჩანიშვნა, განვლილი დროით შემაჯამებლის წაშლა თუ განვლილი დროით აღდგენის წაშლა.

პედაგოგს უფლება აქვს, შეცვალოს როგორც დაწერილი შეფასებები, ასევე დაწეროს ან წაშალოს „არები“.

მასწავლებელი მოთხოვნის ფუნქციას ვერ გამოიყენებს, თუ დირექციას არ განუმარტავს, რატომ აპირებს ჟურნალში ცვლილების შეტანას.

როდესაც მოთხოვნის გაგზავნას აპირებთ, აუცილებელია ყველა ველის შევსება. უფრო კონკრეტულად კი უნდა მიუთითოთ - რომელ სემესტრში გსურთ ცვლილების შეტანა, რომელ კლასში, რომელ საგანში, მთლიანი სემესტრის განმავლობაში ჩაწერილი შეფასებების/დასწრებების კორექტირება გსურთ თუ რომელიმე ერთი გაკვეთილის. ასევე მნიშვნელოვანია კომენტარის ველის შევსება, სადაც პედაგოგმა მოკლედ უნდა აღწეროს, რის ცვლილებას აპირებს.

კომენტარის ჩაწერის გარეშე დირექციასთან მოთხოვნა არ გაიგზავნება, შესაბამისად, ჟურნალში რაიმეს ცვლილების უფლება არ მოგეცემათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203