11 კრიტერიუმი, რომლითაც კათედრის წევრები უნდა შეფასდნენ - გაეცანით ფუნქცია-მოვალეობებს 
27-01-2023

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, საჯარო სკოლა ვალდებულია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, სადაც საგნობრივ ჯგუფში შემავალი ყველა საგნის მასწავლებელი იქნება გაერთიანებული.

თუ სკოლაში საგნობრივ ჯგუფში შემავალი თითო საგნის მასწავლებელია, ასეთ შემთხვევაში დაშვებულია სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების მასწავლებლების ერთ კათედრაზე გაერთიანება. აგრეთვე რეკომენდებულია სკოლამ შექმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.

კათედრა ეროვნული სასწავლო გეგმით მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს უნდა ასრულებდეს. აღნიშნული მოვალეობები თავმჯდომარემ კათედრის წევრებს უნდა გაცნოს და თვალი ადევნოს, როგორ მუშაობენ კოლეგები.

კათედრის ხელმძღვანელებისთვის შექმნილ გზამკვლევში წევრების მუშაობის შეფასების კრიტერიუმებია გაწერილი.

რის მიხედვით უნდა შეფასდენენ კათედრის წევრები? - 11 კრიტერიუმი:

  • გამოცდილების გაზიარების, ძლიერი მხარეების განმტკიცებისა და სუსტი მხარეების დაძლევის მიზნით, კათედრის წევრები თანამშრომლობენ კოლეგებთან (როგორც კათედრის შიგნით, ისე კათედრათა შორის).
  • აქტიურად იყენებდნენ „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტს - ისწრებენ და ესწრებიან კოლეგებს გაკვეთილზე, მონაწილეობას იღებენ პროფესიულ დისკუსიებში და იყენებენ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სხვა ფორმებს.
  • კათედრის წევრები, პროფესიული განვითარების მიზნით, მონაწილეობენ სხვადასხვა სემინარში, ტრენინგში, კონკურსში, კონფერენციასა და სხვა აქტივობებში.
  • კათედრის წევრები გეგმავენ და ახორციელებენ პროექტებს, როგორც სკოლის დონეზე, ასევე მონაწილეობენ სკოლის გარეთ გამართულ პროექტების კონკურსში.
  • კათედრის წევრები ხელს უწყობენ მოსწავლეებს, მონაწილეობა მიიღონ როგორც სასკოლო, ისე სკოლის გარეთ ჩატარებულ კონფერენციებში, სემინარებში, პროექტებში და ა.შ.
  • კათედრის წევრები მონაწილეობენ სკოლის ფარგლებში განხორციელებულ სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა აქტივობებში.
  • კათედრის წევრები ასრულებენ სკოლის მიზნების შესაბამის, მოსწავლეზე ორიენტირებულ სკოლის დირექტორის ზეპირ და წერილობით ბრძანებებს.
  • კათედრის წევრები მუდმივად იღებენ უკუკავშირს როგორც მოსწავლეებისგან, ისე მათი მშობლებისგან და უკუკავშირის შედეგებს იყენებენ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის დახვეწისთვის.
  • კათედრის წევრები ინტენსიურად იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს სწავლა-სწავლების პროცესში.
  • კათედრის წევრები ინტენსიურად იყენებენ სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებს სწავლა-სწავლების პროცესში.
  • კათედრის წევრები მუდმივად ეცნობიან სიახლეებს და მონაწილეობას იღებენ ინტერაქციაში.

ჩამოთვლილი კრიტერიუმებით შეფასებისას მარტივად მიხვდებით, რამდენად სრულყოფილად მუშაობს თქვენი კათედრა სკოლაში და რამდენად ასრულებს ის ეროვნული სასწავლო გეგმით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203