ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე მარიამ ჭაბაშვილი (მასწავლებელი: ხათუნა ჯანაშვილი) „სმარტის“ ქართული ენის გასული სეზონის ოლიმპიადაში მონაწილეობდა.
მან საქართველოს მასშტაბით სმარტის ქართული ენის კონკურსის ფინალურ ეტაპზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და გაიმარჯვა ნომინაციაში „ადეკვატური ანალიზი“.
მარიამი დიპლომით, მაჯის საათითა და ნომინაციის შესაბამისი თასით დაჯილდოვდა.
დაჯილდოვების ცერემონია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა და სმარტ მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებამ განსაკუთრებული ემოციების ფონზე ჩაიარა. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს მოსწავლეთა წარმატებაზე, მათ მოტივაციაზე ზრუნვასა და სამომავლო გეგმებზე.
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის ოლიმპიადებში მონაწილეობისა და საპრიზო ადგილების მოპოვების დიდი გამოცდილება აქვთ.
სკოლა ულოცავს მარიამს მიღწეულ გამარჯვებას და მომავალში დიდ წარმატებებს უსურვებს!
იხილეთ ფოტოები