ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები წარმოთქვეს
20-04-2018
ლაფანყურის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები და მშობლიური ენის შესახებ ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს.  

სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენის შექმნასა და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება- მოღვაწეობაზეც ისაუბრეს. 

მოზარდებმა ასევე პატრიოტული თემატიკის სიმღერები იმღერეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203