სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს უფრთხილდებიან
20-04-2018
სავანეთის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად პროექტი - „გავუფრთხილდეთ გარემოს“ დაგეგმა. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სკოლის ეზო დაასუფთავეს და გაამწვანეს. 

მეცხრეკლასელებმა სკოლის ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და მორწყეს. 

„ეს იყო ერთგვარი ცოდნის ტრანსფერი, რომელსაც მოსწავლეები პრაქტიკულად ახორციელებენ და  გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას სწავლობენ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენლი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203